22:47 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-01 15:08:54, 622 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტო მერქნული რესურსების მდგრადი გამოყენების ახალ მოდელზე გადადის

საქართველოს ტყის კოდექსის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავა, რაც იძლევა ადგილობრივი მოსახლეობის მერქნულ რესურსებთან წვდომის გაუმჯობესების შესაძლებლობას და სრულ თანხვედრაშია საერთაშორისოდ აღიარებულ მდგრადი გამოყენების პრინციპებთან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალ მოდელზე გადასვლა ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების ტყეების მდგრად მართვას და ბიომრავალფეროვნების დაცვას.

„შემუშავებული მეთოდოლოგიის საჯარო განხილვა პროექტის „მდგრადი განვითარება და დაცული ტერიტორიების მართვის სისტემების გაძლიერება“ ფარგლებში გაიმართა. პროექტის მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთი, მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) პროექტის ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლიდან, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის ამოქმედდება საქართველოს ტყის კოდექსში გათვალისწინებული ცვლილება, რაც გულისხმობს სპეციალიზებული ორგანოს მიერ მერქნული რესურსების დამზადებას, დახარისხებას და საქმიან ეზოებში დასაწყობებას. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობა სათბობი მერქნული რესურსების შეძენას მხოლოდ საქმიანი ეზოებიდან შეძლებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics