|
2023-06-01 13:26:25, 802 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - უკრაინა მზადაა, იყოს ნატო-ში - ჩვენ ველოდებით, როდის იქნება ნატო მზად
უკრაინა მზად არის, იყოს ნატო-ში - ჩვენ ველოდებით, როდის იქნება ნატო მზად,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა. ზელენსკის თქმით, უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისა და მისი მეზობლებისთვის "ძალიან მნიშვნელოვანია". "ვფიქრობ, უსაფრთხოების გარანტიები ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, ჩვენი მეზობლებისთვის, მოლდოვისთვის - რუსეთისა და მათი აგრესიის გამო უკრაინაში და პოტენციური აგრესიის გამო ევროპის მათი ნაწილისთვის",- თქვა ზელენსკიმ. ცნობისთვის, მოლდოვა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მეორე სამიტს მასპინძლობს. პირველი შეხვედრა 2022 წლის ოქტომბერში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტის პირადი მონაწილეობა სამიტში ოფიციალურად ბოლო დრომდე უსაფრთხოების მიზნით არ დასტურდებოდა. სამიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება. მთავრობის მეთაური მოლდოვაში გუშინ, 31 მაისს დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)