13:32 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-01 12:59:47, 672 ნახვა

საზოგადოება
გერმანიის გიოტინგენის უნივერსიტეტის სტუდენტები სამეცნიერო-კვლევით ცენტრში იმყოფებოდნენ

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს გიოტინგენის უნივერისტეტის მცენარეთა პათოლოგიისა და მოსავლის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი და მოსავლის დაცვის სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორი, გიოტინგენის უნივერსიტეტის 22 სტუდენტთან ერთად ესტუმრა.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტები მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ, დაათვალიერეს და გაეცნენ მცენარეთა მიკლოკლონური (In-Vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის სამსახურის ლაბორატორიის მუშაობასა  და მიმდინარე კვლევებს. 

ენტომოლოგებმა და ფიტოპათოლოგებმა წილკნის ერთწლოვანი კულტურების და ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებიც მოინახულეს, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიასა და  ამპელოგრაფიულ კოლექციას გაეცნენ.

გერმანიის გიოტინგენის სტუდენტებს სხვადასხვა სოფლის მეურნეობის კულტურის მწარმოებელ ფერმებთან შეხვედრებიც აქვთ დაგეგმილი. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics