13:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 13:24:47, 739 ნახვა

საზოგადოება
კობახიძე ქურციკიძის გარდაცვალებაზე - ვიზიარებ ოჯახის და ახლობლების მწუხარებას - რაც მოხდა თავის დროზე უკანონო დაპატიმრების სახით, მაშინდელი რეჟიმის მიერ ნიღბის ბოლომდე ჩამოხსნა იყო

ძალიან სამწუხაროა, ვიზიარებ ოჯახის და ახლობლების მწუხარებას. რაც მოხდა თავის დროზე, უკანონო დაპატიმრების სახით, რეალურად, იყო ნიღბის ბოლომდე ჩამოხსნა მაშინდელი რეჟიმის მიერ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ფოტორეპორტიორის, ზურაბ ქურციკიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, "ოთხი ფოტოგრაფის დაკავება ფოტოების გადაღების გამო, გაუგონარი მოვლენა იყო, რომლის გამო, შეშფოთება თავის დროზე, არავის გამოუთქვამს".

„მხოლოდ ფოტოების გამო, ოთხი ფოტოგრაფი უკანონოდ დააპატიმრეს, ეს იყო უბრალოდ, გაუგონარი მოვლენა და  აჩვენებდა მაშინდელი რეჟიმის სახეს. არ შემიძლია ისიც არ გავიხსენო, რომ  მე არ მახსენდება შეშფოთებული განცხადებები ამ ფაქტთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ასე უხეშად ირღვეოდა ადამიანთა უფლებები, ფოტოგრაფებს  მხოლოდ ფოტოების გადაღების გამო იჭერდნენ, პირდაპირ ასე თავხედურად იქცეოდნენ, ამ ფონზეც კი ჩვენ არ გვახსოვს შეშფოთებები სხვადასხვა მიმართულებიდან. ეს იყო ძალიან მძიმე დრო. ყველას გვახსოვს, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის კუთხით რა ვითარება იყო და მე კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც, რეალურად, გმირობა ჩაიდინა ამ ფოტოების გადაღება და შემდეგ გამოქვეყნებით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სამწუხაროა ამ ადამიანის გარდაცვალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, რომელიც დღეს გარდაიცვალა, ნათია და ირაკლი გედენიძეებთან და გია აბდალაძესთან ერთად, ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წელს დამნაშავედ ცნეს. აღნიშნული გამამტყუნებელი განაჩენი  2018 წელს სააპელაციო სასამართლომ გააუქმა და ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics