|
2023-05-30 17:48:05, 682 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - სხვა ქვეყანას არავინ არაფერს საყვედურობს და საყვედურობენ საქართველოს, სადაც ჯარი გვიდგას დედაქალაქიდან 30 კილომეტრში
სხვა ქვეყანას არავინ არაფერს საყვედურობს, ნატოს წევრ ქვეყანას არავინ საყვედურობს და საყვედურობენ საქართველოს, სადაც ჯარი გვიდგას დედაქალაქიდან 30 კილომეტრში. ასეთი რეალური რისკებია, ეკონომიკას და მოქალაქეებს ორჯერ მეტი ზიანი მიადგება, ვიდრე ეს იყო პანდემიის დროს და ჩვენ გვსაყვედურობენ და გვაძალებენ სანქციების დაწესებას, არ ვაკეთებთ ამას. რამდენიმე დღის წინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ – ჩვენ გვაქვს ამ ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც ზოგიერთ ომზე გაცილებით რთულად გადასატანია,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „ამ არგუმენტების გამო ვამბობდი სწორედ, რომ რთულად გადასატანია ეს მშვიდობა, ძვირი გვიჯდება მშვიდობა, ოღონდ ეს სიძვირე არ გამოიხატება მატერიალურში ქვეყნისთვის, გამოიხატება ჩვენს ნერვებში და ჩვენ მიმართ შანტაჟში, მუქარაში. ამ შემთხვევაში ევროკავშირის ელჩებზე არ ვლაპარაკობ, ასე არავინ თარგმნოს. დემარში არის პირდაპირ სანქციების მოთხოვნა, რასაც ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას თავს არ დავატეხთ, რადგან რუსეთს ვერაფერს უზამს ის სანქციები და ჩვენ დაგვაზარალებს არაბუნებრივად“, - აღნიშნა მდინარაძემ. მამუკა მდინარაძე რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხზე საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესება დააზარალებს ქვეყანას და მოქალაქეებს. „სანქციები დააზარალებს ქვეყანას და მის მოქალაქეებს. კიდევ უფრო სიღრმეში თუ შევალთ, გაგახსენებთ, რომ ფრენები პუტინის და სააკაშვილის უშუალო კომუნიკაციის შედეგად 2010 წელს აღდგა, ოღონდ მაშინ სააკაშვილი იხვეწებოდა ფრენების აღდგენას. შემდეგ ეს სანქცია დააწესა რუსეთმა, 2019 წელს. მაშინ ჩვენი ამერიკელი, ევროპელი პარტნიორები მოუწოდებდნენ რუსეთს, სანქცია მოეხსნა, ახლა მოიხსნა და ამას პასუხობენ დემარშით. ჯერ უპრეცედენტოა, როდესაც სხვა ქვეყნის გადაწყვეტილებას სხვა ქვეყანაში დემარშით პასუხობ. ჩემი აზრით, ეს არ არის ობიექტური, და მეორეც, არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის დღეს რუსეთის ოკუპაციასთან მიმართებით რისკის შემცველი ნომერ პირველი ქვეყანა, რა თქმა უნდა, უკრაინის შემდეგ. გარდა ამისა, ეს ეკონომიკური თვალსაზრისით დააზიანებს ქვეყანას და მის მოქალაქეებს, რასაც არ ვაპირებთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)