|
2023-05-30 13:05:35, 638 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მხარს ვუჭერთ „ნაცმოძრაობის“ მარტივ მამრავლებად დაშლას, მათ შორის პარლამენტს შიგნით
ოპოზიციონერები ერთმანეთს აბრალებენ ღალატს. თავიდან რადიკალურმა ოპოზიციამ ხუთ ოპოზიციონერ დეპუტატს დააბრალა ღალატი, ამას შემდეგ დაემატა იგივე ბრალდება ორი დეპუტატის - დეკანოიძის და გოცირიძის მიმართ. რაც შეეხება კონკრეტული ინიციატივის მხარდაჭერას, ზოგადად, ეს კანონპროექტი წაახალისებს "ნაცმოძრაობის" შემდგომ დაშლას, მათ შორის, პარლამენტს შიგნით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, "პოლიტიკური პროცესები სწორი მიმართულებით წარიმართება". "რაც მეტად დაიშლება საპარლამენტო ფრაქცია "ნაცმოძრაობა", მით უკეთესია იმისთვის რომ სწორი მიმართულებით გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესები, აქედან გამომდინარე ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივას. ეს არ არის, რა თქმა უნდა, პერსონალური მხრადაჭერის საკითხი, ჩვენ მხარს ვუჭერთ "ნაცმოძრაობის" მარტივ მამრავლებად დაშლას, მათ შორის, პარლამენტს შიგნით, შესაბამისად, ეს ინიციატივა არის მნიშვნელოვანი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ლევან ბეჟაშვილის არჩევას ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე მხარს არ დაუჭერს, ვინაიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ თანამდებობა სახელმწიფო ინტერესების დაზიანებისთვის, მათ შორის, ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟისთვის სურს. „რაც შეეხება ბეჟაშვილის კანდიდატურას, ჩვენ გვქონდა გუშინ საპარლამენტო უმრავლესობაში ამაზე მსჯელობა. „ნაცმოძრაობისთვის“ თუნდაც ერთი დამატებითი სტატუსის მინიჭება საქართველოს პარლამენტში, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია, მით უმეტეს, როცა ისინი ამბობენ, რომ ამ სტატუსის გამოყენება სურთ საგარეო ასპარეზზე საკუთარი პოზიციების განმტკიცებისთვის. ანუ მათ სურთ ეს თანამდებობა გამოიყენონ დამატებით მაგალითად, ევროინტეგრაციის საბოტაჟისთვის და სხვა კუთხით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ "ნაცმოძრაობას" ამის საშუალებას არ მივცემთ, აქედან გამომდინარე, ბეჟაშვილის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა "ნაცის" კანდიდატურას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)