13:08 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-29 20:56:16, 1476 ნახვა

ომი უკრაინაში
დანია უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 2.6 მილიარდ დოლარს გამოყოფს

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ დანია უკრაინის სამხედრო დახმარების 2.59 მილიარდი დოლარით გაზრდას გეგმავს. 

როგორც ფრედერიკსენმა აღნიშნა, ომმა უკრაინაში ძალიან კრიტიკულ მომენტს მიაღწია, აქედან გამომდინარე, არ არის არანაირი ნიშნები იმისა, რომ მომავალ წელს მშვიდობა იქნება, ამიტომ დანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლისთვის უკრაინის დასახმარებლად ათობით მილიარდი გამოიყოფა.

"ომმა უკრაინაში ძალიან კრიტიკულ მომენტს მიაღწია, საბრძოლო ველზე სიტუაცია ძალიან სერიოზულია, ამიტომ უკრაინას სჭირდება ყველანაირი მხარდაჭერა, რომლის მიღებაც შეუძლია. ზუსტად ახლა, უკრაინელებს სჭირდებათ ჩვენი იარაღი და ჩვენი მხარდაჭერა. არ არის არანაირი ნიშნები იმისა, რომ მომავალ წელს მშვიდობა იქნება, ამიტომ ჩვენ გამოვყოფთ ათობით მილიარდს 2024 წლისთვის", - განაცხადა დანიის პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics