13:34 - 07 May, 2026
|
2023-05-28 11:35:18, 799 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანში ზვავს, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანის ჩრდილოეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. Associated Press-ი პოლიციის ოფიცერზე, ზიარატ ალიზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულთა შორის 4 ქალი და ოთხი წლის ბიჭია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სამუშაობს ტერიტორიის მდებარეობა და რელიეფი ართულებს. მომხდარს გამოეხმაურა პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი და განაცხადა, რომ "კატასტროფამ დიდი მწუხარება გამოიწვია". "კლიმატის ცვლილების შედეგების გამო, ასეთი ინციდენტები იზრდება პაკისტანში. მთელმა მსოფლიომ უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობები და დაიცვას განვითარებადი ქვეყნები, როგორიცაა პაკისტანი, ამ მავნე ზემოქმედებისგან",- დაწერა პრემიერ-მინისტრმა Twitter-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)