13:35 - 07 May, 2026
|
2023-05-26 19:58:21, 1049 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმებას, შესაძლოა, მოლდოვაში დაგეგმილი ევროპული სამიტის დროს მოაწერონ ხელი
აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმებას, შესაძლოა, მომავალ კვირას, მოლდოვაში დაგეგმილი ევროპული სამიტის დროს მოაწერონ ხელი, - ამის შესახებ საფრანგეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ლეილა აბდულაევამ განაცხადა. მისივე თქმით, პირველ ივნისს კიშინიოვში გამართული სამიტი იქნება ისტორიული მომენტი და იმპულსი, რომლის გამოტოვებაც არ შეიძლება. „ვიმედოვნებთ, რომ კიშინიოვში პირველ ივნისს საბოლოოდ შეიძლება, გაფორმდეს სამშვიდობო ხელშეკრულება. ეს არის ისტორიული მომენტი და იმპულსი, რომლის გამოტოვება არ შეიძლება“, – განაცხადა აზერბაიჯანელმა დიპლომატმა.
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)