22:39 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-26 17:03:42, 1119 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისას მომხდარ ინციდენტზე - არანაირი რეპლიკა არ მაინტერესებს

ევროკავშირის დროშა ფრიალებს კიდევაც და უნდა იფრიალოს,- ამის შესახებ სქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

კითხვაზე, ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ვინ დაუძახა საქართველოს პრეზიდენტს მოღალატე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:

"არ აქვს არანაირი მნიშვნელობა". 

კითხვაზე, აინტერესებს თუ არა მსგავსი ტიპის რეპლიკები, პრეზიდენტმა თქვა:

"რატომ უნდა დავინტერესდე".

სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე გამოსულ მოქალაქეებს ხვდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics