|
2023-05-26 14:41:19, 893 ნახვა
პოლიტიკა
ბურჭულაძე - ეს დღე თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი, ჩვენი ეროვნული იდენტობის საყრდენი მოვლენაა
„ჩემთვის დიდი პატივია, თქვენთან ერთად აღვნიშნო დღე, რომელიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის საუკუნოვანი ბრძოლის სიმბოლური თარიღია. ეს დღე თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი, ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი საყრდენი მოვლენაა. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩვენი საზოგადოების ყველა წევრს, ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, ყველას ვისაც გვაერთიანებს საერთო ისტორია და აუცილებლად გვექნება საერთო, ღირსეული მომავალი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე. სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა ჩვენი ქვეყნისთვის 26 მაისის მნიშვნელობაზე. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით მიულოცა ვეტერანებსა და თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე ახალწვეულებს, რომელთაც დღეს დადეს სამხედრო ფიცი. „განსაკუთრებით მინდა მივულოცო დამსახურებულ ვეტერანებს და ჩვენი ჯარის მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამცველების მხედრულ ტრადიციებს სამაგალითოდ აგრძელებენ და ყოველდღე ამტკიცებენ, რომ წინაპრების ღირსეული შვილები არიან. მინდა ასევე მივესალმო და ეს დღე მივულოცო ჩვენს ახალწვეულებს, რომლებმაც სწორედ დღეს დადეს ფიცი და შეუერთდნენ თავდაცვის ძალების დიდ ოჯახს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ საკუთარ სიტყვაში მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირებს. „მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე. სწორედ მათმა თავგანწირვამ და უდრეკმა სულისკვეთებამ შექმნა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. ჯუანშერ ბურჭულაძემ მისალოც სიტყვაში ყურადღება, ასევე, გაამახვილა კიდევ უფრო ძლიერი და ეფექტური დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნის, ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცების მნიშვნელობაზე.
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)