|
2023-05-26 11:40:18, 953 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - 26 მაისი განსაკუთრებით მინდა მივულოცო სააკაშვილს, რომელმაც პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა პირველმა აღმართა
დღევანდელი დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც იყო პირველი, ვინც პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა აღმართა,- აღნიშნულის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, "დამოუკიდებლობა კრემლიდან მართული ხელისუფლების პირობებში რუსი ოლიგარქისგანაა დასაცავი". „საქართველოს მოქალაქეებს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს და 2023 წელს ჩვენდა სამწუხაროდ ეს დამოუკიდებლობა გვაქვს დასაცავი რუსი ოლიგარქის, კრემლიდან მართული ხელისუფლების პირობებში და მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქის ბრძოლა თავისუფლებისთვის და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ასევე მინდა დღევანდელი დღე განსაკუთრებით მივულოცო პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც იყო პირველი, რომელმაც აღმართა ევროკავშირის დროშა პარლამენტის წინ და ის იყო პირველი, რომელიც დიდი ნაბიჯებით გაუძღვა ევროკავშირისკენ საქართველოს და მანამ, სანამ საქართველოში იქნებიან რუსეთის ტყვეები, პუტინის ტყვეები და კრემლის დავალებით პატიმრები, ცხადია ურთულესი გზა გველოდება და როცა გვინდა, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, გვინდა რომ ვიყოთ თავისუფლები და არ დაემუქროს საფრთხე ჩვენს სუვერენიტეტს ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არ არსებობდნენ პუტინის ტყვეები და სწორედ ასეთი არის პრეზიდენტი სააკაშვილი. ასევე საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხუთ დიდ ქალაქში ექნება აქცია, სადაც ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ასევე გავაპროტესტებთ რუსულ ხელისუფლებას, რომელმაც ამ დღისთვის მიძღვნილი ღონისძიებებიდან გააქრო ევროკავშირის დროშა. ის დროშა, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით. შესაბამისად, ეს აქციები გაიმართება ქ. ქუთაისში მერიასთან 12:00 საათზე ქ.ზუგდიდში- გუბერნიის შენობასთან 13:00 საათზე, ქ. ბათუმში - აჭარის მთავრობის სახლთან. 13:00 საათზე, ქ.გორში - ადმინისტრაციის შენობასთან 13:00 საათზე და დედაქალაქში მშვიდობის ხიდთან 14:00 საათზე და ჩვენ ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მოგვიწევს რუსული ხელისუფლების გაპროტესტება და ბრძოლა თავისუფლებისთვის“, - განაცახადა ლევან ხაბეიშვილმა.
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)