13:35 - 07 May, 2026
|
2023-05-25 19:25:09, 1159 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა ხუთი შვედი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
რუსეთმა ხუთი შვედი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მიღებული გადაწყვეტილება ერთი თვის წინ შვედეთის მიერ რუსეთის ხუთი დიპლომატის გაძევების პასუხია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შვედ დიპლომატებს ევალებათ, დატოვონ რუსეთის ფედერაცია იმავე ვადაში, რომელიც შვედეთის ხელისუფლებამ გამოყო რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გასასვლელად. „შვედეთის ხელისუფლების მხრიდან ამ ქმედებებმა კიდევ უფრო გააუარესა ვითარება ორმხრივ ურთიერთობებში, რომელებმაც მიაღწიეს უპრეცენდენტოდ დაბალ დონეს, განსაკუთრებით უწყვეტი რუსოფობიული კამპანიის შედეგაც, რომელიც შვედეთშია“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)