2023-05-25 16:27:55, 1463 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 106 მებრძოლი გაათავისუფლა [ვიდეო]
უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 106 მებრძოლი გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.
ერმაკის თქმით, გათავისუფლებულებს შორის 8 ოფიცერი, 98 ჯარისკაცი და სერჟანტია.
"ჩვენი 106 მოქალაქე მიგვყავს სახლში. ესენი არიან ჯარისკაცები ბახმუტის მიმართულებიდან - 8 ოფიცერი და 98 ჯარისკაცი და სერჟანტი. ისინი იბრძოდნენ ბახმუტისთვის და შეასრულეს თავისი მისია, რამაც ხელი შეუშალა მტერს წინსვლაში აღმოსავლეთით. თითოეული მათგანი ჩვენი სახელმწიფოს გმირია",- წერს ერმაკი.
ერმაკის თქმითვე, გათავისუფლებულებიდან 68 მებრძოლი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნეოდა.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემჭრის დაწყებიდან დღემდე, დამპყრობლების ტყვეობიდან უკვე 2 368 უკრაინელი გათავისუფლდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,