17:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 12:00:22, 666 ნახვა

საზოგადოება
Europris-თან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საქართველო პენიტენციური სამსახურების მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლებს

ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ციხეებისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული ორგანიზაციის (EuroPris) აღმასრულებელ დირექტორ გუსტავ ტალვინთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რის საფუძველზეც 2023 წლის ნოემბერში საქართველო პენიტენციური სამსახურების  მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლებს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ნოემბერში დაგეგმილი მაღალი დონის კონფერენციის თემა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის პროცესში არსებული ინოვაციები იქნება.

"კონფერენცია საერთაშორისო ხასიათისაა და მასში პარტნიორ სახელმწიფოთა იუსტიციის მინისტრები, პენიტენციური სისტემების გენერალური დირექტორები და სფეროს ექსპერტები მიიღებენ მონაწილოებას. კონფერენციის პარტნიორია ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL).

მინისტრმა Europris-ის აღმასრულებელ დირექტორს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო.

ევროპრიზი წარმოადგენს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პენიტენციური სისტემების გაერთიანებას, რომლის წევრი საქართველოცაა",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics