|
2023-05-24 12:58:55, 1646 ნახვა
ეკონომიკა
შეიძინე ჩანთები ონლაინ
გამოცდილმა მოგზაურმა იცის, რომ ჩემოდანი მოგზაურობის აუცილებელი ატრიბუტია და მისი შერჩევისას ვიზუალური მხარე არცთუ ისე მნიშვნელოვანია. საერთაშორისო ვოიაჟი, ან უბრალოდ ლაშქრობა მოხერხებული და გამძლე ჩანთის გარეშე წარმოუდგენელია. თუ კარგი ხარისხის პროდუქციას მისაღებ ფასად ეძებთ, ლილოშოპი სამგზავრო ჩანთების დიდ არჩევანს გთავაზობთ. ვებგვერდის მრავალფეროვანი ასორტიმენტი ბავშვებისა და მოზრდილებისთვის სხვადასხვა ტიპის ზურგჩანთებს და ჩემოდნებს მოიცავს, რომელთა ფასები 18-დან 145 ლარამდე მერყეობს. სხვადასხვა ფერისა და ზომის, სილიკონის, რიფსის და კარბონის სამგზავრო ჩემოდნები ყველა ტიპის გემოვნებაზეა მორგებული. რაც მთავარია ლილოშოპის პროდუქციაზე ყველაზე კონკურენტული ფასები მოქმედებს. როგორ შევარჩიოთ სამგზავრო ჩანთა სწორად? სამგზავრო ჩანთის სწორად შესარჩევად თავდაპირველი აქცენტი გააკეთეთ ზომაზე. შეიძინეთ ისეთი ჩემოდანი, რომლის გადაადგილებას და ბარგის მოთავსებას სხვების დაუხმარებლად შეძლებთ. შესაძლოა მოგზაურობის დროს დამხმარის გარეშე არ აღმოჩნდეთ, თუმცა ყველა შესაძლო შემთხვევის გათვალისწინება თქვენს ვოიაჟს ბევრად კომფორტულს გახდის. ასევე მნიშვნელოვანია ავიახაზების მიერ ბარგის დაშვებული ზომები, რომელიც ფრენისას აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოთ. ჩემოდანი 4 ბორბლით ყველაზე მოსახერხებელი ნივთია. ორბორბლიანი ჩანთის შემთხვევაში შესაძლოა ბორბლებმა დატვირთვას ვერ გაუძლოს და გატყდეს კიდეც, ამიტომ უმჯობესია არჩევანი პრაქტიკულ ვარიანტზე გააკეთოთ. სამგზავრო ჩანთას აუცილებლად უნდა ჰქონდეს დამცავი საკეტი და მოძრავი ხელსაკიდი. ხშირია ბარგის დაკარგვის ფაქტები, ამიტომ უსაკეტო ჩემოდნით მგზავრობას არ გირჩევთ. ასაწევი ხელსაკიდი კი თქვენს სიმაღლეზე შეგიძლიათ დაარეგულიროთ და ფეხით გადაადგილებისას დისკომფორტი აღარ შეგექმნებათ. ჩემოდნის შერჩევისას აირჩიეთ მოსახერხებელი მასალა: ნაჭრის ჩემოდანში მოთავსებული მსხვრევადი ნივთების დაზიანების რისკი მაღალია, პლასტმასის ჩემოდნის შეძენისას კი არსებობს ზედაპირის დაზიანების/გატეხვის საფრთხე. მიუხედავად ამისა, პლასტმასი მასში მოთავსებულ ნივთებს ყველაზე მეტად უნარჩუნებს ფორმას და ამ ტიპის ჩემოდანს მეტად თანამედროვე დამცავი სისტემა გააჩნია. ხარისხიანი ნივთების შესაძენად ლოდინი არ ღირს. მოგზაურობის დაგეგმვა გაცილებით მარტივია მაშინ, როცა აუცილებელი აღჭურვილობა უკვე მზად გაქვთ, ამიტომ სამგზავრო ჩანთის შეძენა დღესვე ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)