02:15 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 11:41:39, 539 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - უკრაინის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ - ეს არის დღევანდელი სტატუს-კვო, რა მოხდება ხვალ, არავინ იცის

ძალიან რთული დროა ნამდვილად. ევროპას მსგავსი მასშტაბის გამოწვევა არც უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამიტომ, ეს ომი ყველას გვეხება. მაგრამ აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს 2008 წელს ჰქონდა ომი და ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ომი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ომის დაწყების დღიდან 20% უკრაინის ტერიტორიისა არის უკვე ოკუპირებული რუსეთის მიერ, ეს არის დღევანდელი სტატუს-კვო და რა მოხდება ხვალ, არავინ იცის.

„დიდი მადლობა ყველას მოწვევისთვის და მობრძანებისთვის. მინდა მივესალმო მის უდიდებულესობას. ჩემი მოწვევისთვის და შეხვედრის წაყვანისთვის მადლობას თქვენც მოგახსენებთ.

ძალიან რთული დროა ნამდვილად. ევროპას მსგავსი მასშტაბის გამოწვევა არც უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამიტომ, ეს ომი ყველას გვეხება, მაგრამ აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს 2008 წელს ჰქონდა ომი და ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ომი. კითხვაზე რომ გიპასუხოთ გეტყვით შემდეგს, შეგახსენებთ ყველას, რომ ამ ომის დაწყების დღიდან დღეს უკვე ვიცით, რომ 20% უკრაინის ტერიტორიისა არის უკვე ოკუპირებული რუსეთის მიერ. ეს არის დღევანდელი სტატუს-კვო. რა მოხდება ხვალ, არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მემგონი არც არავინ იცის.

მე მგონი, ყველას უკვირს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ეს ომი დასრულდება მალე. ეს არის პრობლემა, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ვერ ვხედავთ საკმარის ძალისხმევას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომ სწორი ზომები განახორციელონ, რომ სამშვიდობო საუბარი წარიმართოს. ვინ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი. ორივე მხარემ, ყველამ", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics