18:48 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 11:34:12, 715 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართები 2017 წლიდან დღემდე, ჯამში 2 663 ოჯახს დაუკანონა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, ფართები ჯამში 2 663 ოჯახს საკუთრებაში გადაეცა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ქონების მართვის სააგენტოში კიდევ 200-მდე ოჯახის განცხადების განხილვის პროცესი მიმდინარეობს.

„ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონება, რომელშიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ ფაქტობრივი მფლობელები. ისინი გარკვეული პრობლემების გამო, დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. 2017 წლიდან დავიწყეთ აღნიშნული პროგრამის განხორციელება, რაც წარმატებით მიმდინარეობს. დღემდე საცხოვრებელი ფართები  2 663 ოჯახს დაუკანონდა.  ეს არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, რომლებშიც აღნიშნული ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. 

პროგრამა გრძელდება და დღეის მდგომარეობით, ქონების მართვის სააგენტოში კიდევ 200-მდე ოჯახის განცხადების განხილვა მიმდინარეობს. 

„ვფიქრობ, ამით დავასრულეთ ამ ოჯახების მუდმივი ღელვა ამ საკითხზე. ყველა იმ ადამიანს, ოჯახს, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს, ყველანაირად გვერდში დავუდგებით. ამისთვის საჭიროა, მიმართოთ თქვენი რაიონის გამგეობას და ფართების დაკანონებაში დაგეხმარებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics