11:55 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 23:58:33, 1223 ნახვა

მსოფლიო
სლოვენიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

სლოვენიის პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად ცნობს. ამის შესახებ განცხადებას სლოვენიაში არსებული უკრაინის საელჩო ავრცელებს.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტარები გმობენ გენოციდულ აქტებს, რომლებმაც გამოიწვია მილიონობით უკრაინელის სიკვდილი და დიდი ზიანი მიაყენა უკრაინული საზოგადოების საფუძვლებს.

"გილოცავთ სლოვენიის რესპუბლიკის შეერთებას იმ ქვეყნების ჯგუფთან, რომლებმაც გადადგეს ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და უკრაინელი ხალხის მილიონობით მსხვერპლის ხსოვნის პატივისცემის მიზნით. ასეთი საშინელი დანაშაულების აღიარება მომავალში მათ გამეორებას შეუძლებელს გახდის", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics