18:51 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 17:25:00, 820 ნახვა

საზოგადოება
მერია - მიმდინარე წელს, ვაკის რაიონში 104 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა

ვაკის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში და მოსახლეობის განაცხადების საფუძველზე, მიმდინარე წელს, 104  სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა. 

თბილისის მერიის ცნობით, განცხადებების განხილვის შედეგად, სხვა სამუშაოებთან ერთად, ლიფტები 53 მისამართზე, წყალარინების ქსელები - 14 მისამართზე რეაბილიტირდა, კორპუსების სახურავები - 12 მისამართზე მოეწყო, 3 მისამართზე კი, წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდა. გარდა ამისა, 3 მისამართზე კორპუსების სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია მოხდა, 4 მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეები განახლდა, 4 მისამართზე კი სადარბაზოს კარი გამოიცვალა.    

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის მიხედვით, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოს განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5% - 10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. 

ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics