02:37 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 14:08:52, 589 ნახვა

საზოგადოება
ქარქაშაძე - „Let’s get lost with Wizz“ პროექტის შედეგად, ქუთაისის აეროპორტში აბუ დაბიდან პირდაპირი ავიარეისები ყოველდღიურად, კვირაში ორ დღეს, დღეში ორჯერ შესრულდება

ქუთაისსა და აბუ დაბის შორის აგვისტოდან ხუთშაბათსა და კვირას, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, რეგულარული რეისები დამატებით ორი სიხშირით შესრულდება. ამ ეტაპზე კი, ყოველდღიურად ხორციელდება.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, ავიაკომპანია Wizz Air-მა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, სიხშირეების 7-დან 9-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, აბუ დაბიდან ქუთაისის მიმართულებით სიხშირეების ზრდით, მგზავრთნაკადის 30 %-იანი ზრდა არის მოსალოდნელი და ახლო აღმოსავლეთიდან იმერეთის რეგიონში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.

„ეს არის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან პროექტ ’’Let’s get lost with Wizz” ფარგლებში  წარმატებული თანამშრომლობის გრძელვადიანი შედეგი. ჩვენმა ბიზნეს განვითარების გუნდმა წარმატებით დაასრულდა მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან და შედეგიც სახეზეა: თუ 2022 წლის ბოლომდე აბუ დაბიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეისები კვირაში 5 სიხშირით სრულდებოდა, ავიაკომპანიამ 2023 წლიდან ქუთაისის მიმართულებით რეისების ყოველდღიურად შესრულება დაიწყო და ზაფხულიდან სიხშირეების გაზრდას კიდევ გეგმავს. ამ პროექტის შედეგად, ახლო აღმოსავლეთში საქართველოს ცნობადობა და ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ საგრძნობლად გაიზარდა“,-განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

აეროპორტების გაერთიანების ცნობითვე, 2022 წლის აგვისტოში, ქუთაისში, პროექტ ’’Let’s get lost with Wizz“ ფარგლებში ჩამოსული ბლოგერებისა და ინფლუენსერების სოციალური მედიაში განთავსებული კონტენტი 26 მლნ. ნახვას გადასცდა. დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი ქუთაისში და იმერეთის რეგიონში განხორციელდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics