02:13 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-23 13:39:45, 784 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - საქართველოს გზავნილია აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების მიმართ, რომ გაერთიანების გზა მშვიდობასა და შერიგებაზე გადის

საქართველოს მკაფიო და პრინციპული გზავნილია ყველას და პირველ რიგში, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების მიმართ, რომ ქვეყნის გაერთიანების ერთადერთი გზა მშვიდობაზე, შერიგებასა და განვითარებაზე გადის,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერს.

მდინარაძის განცხადებით, ქვეყნის აღნიშნული გზავნილი საქართველოს ომში ჩართვის შესახებ "გლობალური თუ რეგიონული ომის პარტიის" გაცხადებულ მიზანს ეწინააღმდეგება.

"საქართველოს მკაფიო და პრინციპული გზავნილია ყველას და პირველ რიგში, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების მიმართ, რომ ქვეყნის გაერთიანების ერთადერთი გზა მშვიდობაზე, შერიგებასა და განვითარებაზე გადის.

ეს, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება გლობალური თუ რეგიონული ომის პარტიის პრაქტიკულად გაცხადებულ მიზანს საქართველოს ომში ჩართვის შესახებ.  

სწორედ ამიტომ ტესტავენ ისინი აზრს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე საქართველოს პერსპექტივების შესახებ. თანაც, ბოლო დროის ყველაზე სპეკულაციური მესიჯით, რომ თითქოს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობით დაბრუნების მიზანი “რუსული ნარატივია”. 
ეს არის ქართული მიზანი და ეროვნული საქმე! ქვეყნის ნებისმიერი სამომავლო პერსპექტივა მხოლოდ ამ დათქმით განიხილება - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა! გილოცავთ აფხაზეთობას!"- წერს მდინარაძე "ფეისბუქის" გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics