|
2023-05-22 17:02:19, 822 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი ენმ-ზე - მათი ნებისმიერი ინიციატივა სიყალბედ უნდა იქნას განხილული, ეს არის პროვოკაციების მაორგანიზებელი ძალა
არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას დაშვებული ინიციატივა, რომელიც მოდის „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთს აქ უპირატესობა ჰქონოდა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ენმ-ის განცხადებას, რომ დაუყოვნებლივ იყოს განხილული მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას აკრძალავს. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, "ნაციონალური მოძრაობა" არის პროვოკაციების მაორგანიზებელი ძალა, რომელიც რევოლუციურ კომიტეტად ჩამოყალიბდა. „ვფიქრობ, საკმარისად მკაფიოდ გამოვხატეთ პოზიცია „ნაცმოძრაობის“ ინიციატივებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ საკითხებზე, რომლებიც სტრატეგიულ მიმართულებას ეხება. რასაკვირველია, ამ თემაზე გაგრძელდება მსჯელობა. „ნაციონალური მოძრაობა“არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვეყნის 20 პროცენტი ჩააბარა და რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე აქვს სამხედრო სტრატეგიული უპირატესობა, რადგან ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას ახდენს. სტრატეგიული ობიექტები ხელში აქვს აღებული, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩააბარა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მათი ინიციატივა სიყალბედ უნდა იქნას განხილული. საქართველოში არ უნდა იყოს დაშვებული არანაირი სანქცირებული კომპანია, მათი საქმიანობა, აქტივობები და ის ადამიანები, ვინც ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია. ამას რამე დამატება ან უკეთ ჩამოყალიბება თუ სჭირდება, რასაკვირველია, ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას დაშვებული ინიციატივა, რომელიც მოდის „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთს აქ უპირატესობა ჰქონოდა. ეს იქნება წამგებიანი ქვეყნისთვის, აბსოლუტურად მიუღებელი საზოგადოებისთვის როგორც დღეს, ასევე ხვალ. ეს არის პროვოკაციების მაორგანიზებელი ძალა, ეს არის ძალა, რომელიც ჩამოყალიბდა რევოლუციურ კომიტეტად და რომლის ერთადერთი მიზანია დესტაბილიზაცია და საქართველო კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს", - განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, დღეს, 22 მაისს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოითხოვა, დაუყოვნებლივ მოხდეს კანონპროექტის განხილვა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული პირების შემოსვლას აკრძალავს.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)