19:58 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-22 15:29:24, 1325 ნახვა

ეკონომიკა
ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - შედარებით ნორმალიზებული, თუმცა მაინც მაღალი ეკონომიკური აქტივობა

გასულ კვირაში გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ეკონომიკური აქტივობის ნორმალიზებაზე მიუთითებს, თუმცა, წინა წლის აპრილისა და მაისის მაღალი საბაზო ეფექტის გათვალისწინებით. საკუთრივ, ეს შეინიშნება საგარეო ვაჭრობისა და გზავნილების დინამიკაში. ასევე, იმ მიგრანტების გარეშე, რომლებსაც უკვე რეზიდენტის სტატუსი აქვთ მინიჭებული, აპრილში ტურისტული შემოდინებების წლიური ზრდა ძალზედ მაღალია, მაგრამ წინა თვეებთან შედარებით უფრო ნაკლები. ამასთან, მიგრაციის ეფექტის მთლიანად გათვალისწინების შემთხვევაში, ზრდის ტემპი აჩქარდა კიდეც. 

მთლიანობაში, „თიბისის“ არხებით უნაღდო ანგარიშსწორებისა და დღგ-ს ბრუნვების წინასწარი მაჩვენებლები მეორე კვარტალში, პირველთან შედარებით, ეკონომიკის ზრდის უფრო ზომიერ ტემპზე მიუთითებს. ეს დინამიკა, ჩვენს მოლოდინებთან დიდწილად შესაბამისია, რაც გასულ ორშაბათს „თიბისი კაპიტალის“ ყოველთვიურ მაკროეკონომიკურ შეჯამებაშია მოყვანილი. უფრო მეტიც, წინასწარი ინდიკატორები, სრული 2023 წლისათვის ჩვენი ბოლო საბაზო სცენარით გათვალიწინებულ 6%-ზე მეტ ზრდაზე მიუთითებს. 

წმინდა სავალუტო შემოდინებების, ფასებისა და სამუშაო ბაზრის გასულ კვირაში გამოქვეყნებული მაჩვენებლების მხრივ, მოლოდინებთან შედარებით მნიშვნელოვანი გადახრა, რაც საპროგნოზო პარამეტრებზე რამდენადმე მაინც მატერიალურად იმოქმედებდა, არ იკვეთება. 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://www.tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30005799-weekly-update-from-the-chief-economist





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics