08:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-21 17:06:52, 1111 ნახვა

სამართალი
ელენე ხოშტარია წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია გაათავისუფლეს. ხოშტარიამ წინასწარი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვა.

როგორც "დროას" ლიდერმა იზოლატორის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სასამართლოსთან თანამშრომლობას არ აპირებს. 

“ისინი გასცდნენ არა მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს, რასაც ხშირად აკეთებდნენ, არამედ შეურაცხყოფა მიაყენეს ყველა ქართველს, ყველა დაღუპულ გმირს, საქართველოს ყველა მოქალაქეს.

პოლიციელობა არ არის უბრალოდ ფორმის ქონა, პოლიციელობა არ არის, უბრალოდ ემსახურო ივანიშვილს და ლავროვს. პოლიციელობა არის, დაიცვა ქვეყნის ღირსება და დაიცვა კანონი, რაც მათ დაარღვიეს და ამაზე ყოველთვის იქნება რეაქცია.

ადვოკატს არ ურეკავდნენ, ოჯახში არ მარეკინებდნენ - ამაში ცხოვრობენ ჩვენი აქტივისტები წლების განმავლობაში, ამაში ახალი არაფერი არ არის. მათ შორის დღესაც უარი ვთქვი სასამართლოში წასვლაზე. არ ვაპირებ მე მათთან თანამშრომლობას",- აცხადებს ხოშტარია.

შეგახსენებთ, "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია გუშინ, 20 მაისს თელავის პოლიციასთან დააკავეს. როგორც პარტიაში ამბობენ, ხოშტარია პოლიციასთან ყვარელში დაკავებული აქტივისტებისთვის ადვოკატის უფლებას ითხოვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics