|
2023-05-21 23:08:20, 1343 ნახვა
ეკონომიკა
ნინო თანდილაშვილი უნგრეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი უნგრეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციას უნგრეთის სოფლის მეურნეობისა და მეცნიერების უნივერსიტეტის (MATE) საერთაშორისო ურთიერთობისა და საგარეო საქმეთა დირექტორატის ხელმძღვანელი დევიდ ბენჩიკი ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის დარგში გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილეს. ნინო თანდილაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა, მით უმეტეს დღეს, როდესაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა აქვს და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. „სოფლის მეურნეობა და ზოგადად, აგრარული დარგი საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ის მხარდაჭერა, რაც ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში დაგვეხმარება და ევროინტეგრაციის პროცესში შეგვიწყობს ხელს. აღნიშნული კუთხით უნგრულ მხარესთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მნიშვნელოვანი იქნება ორი ქვეყნის კერძო სექტორის, ბიზნესწრეების დაახლოებასაც შევუწყოთ ხელი. შესაძლოა, შეიქმნას ისეთი პლატფორმა, რომელიც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გაუადვილებს ურთიერთობას და პარტნიორების მოძიებას. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია გაიზიაროს ევროპული გამოცდილება როგორც აგრარული განათლების, ასევე, თანამედროვე აგროტექნოლოგიების, ბიოწარმოების და ნარჩენების მართვის კუთხით. ვფიქრობ, უნგრულ მხარესთან გავაღრმავებთ ურთიერთობებს, რაც ჩვენი ქვეყნებისთვის დადებითი შედეგების მომტანი იქნება“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. როგორც შეხვედრაზე უნგრეთის ბიზნესდელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და მზადაა აღნიშნულ პროცესში მხარდაჭერისთვის. „ჩვენ ღია ვართ საქართველოსთან თანამშრომლობისთვის როგორც ინსტიტუციური განვითარების, ისე თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვის, ნარჩენების მართვის პოლიტიკის განხორციელების, ინვესტიციების მოზიდვისა და წარმოების განვითარების მიმართულებით. უნგრული კომპანიები მზად არიან მოიძიონ ბიზნესპარტნიორები და გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება ქართულ მხარეს. ვფიქრობ, უნგრეთსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება“, - აღნიშნა დევიდ ბენჩიკმა. შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფილის მეურნეობის სამინისტროს და უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უნგრეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 17-23 მაისს გაგრძელდება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ცხოველთა კვების წარმოების, ნარჩენების მართვის, სურსათის, ბიოწარმოებისა და ბიოტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ინოვაციური კომპანიების ხელმძღვანელები.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)