05:57 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 19:14:35, 754 ნახვა

პოლიტიკა
გომელაური - საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი დაშავდა

საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი. მიღებული დაზიანებების შედეგად რამდენიმეს დაჭირდა ქირურგიული ჩარევაც, სამწუხაროდ. - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა  ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში,  ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით   გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, პოლიციელთა მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების მიმართულებით გამოძიებას დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება აწარმოებს და სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს მათთან.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას და სწავლობს პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტს და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების მიმართულებით გამოძიებას დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება - სპეციალურ საგამოძიებო სამსახური აწარმოებს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან, მივაწოდეთ  მათ მიერ  მოთხოვნილი ყველა  მასალა და მზად ვართ,  რომ საჭიროების შემთხვევაში მომავალშიც გავაგრძელოთ თანამშრომლობა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics