03:46 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 14:44:45, 749 ნახვა

საზოგადოება
ლილოს დასახლებაში ერთ ჰექტრამდე ტერიტორიაზე პარკი შენდება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ლილოს დასახლებაში, ევგენი აფხაზავას IV შესახვევის N6-ის მიმდებარედ  რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო. სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, დედაქალაქის მერის განცხადებით, პარკი ერთ ჰექტრამდე ტერიტორიაზე ეწყობა. 

„აქ მიმდინარეობს პარკის მოწყობის სამუშაოები. ეს ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. დავპირდით მოსახლეობას, რომ მოვაწყობდით პარკს. სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება. ამ პროქტის ფარგლებში მთლიანად გამწვანდება ტერიტორია, სივრცეები გამოიყოფა ბავშვებისთვის, ვარჯიშისთვის, დამონტაჟდება ატრაქციონები, სარწყავი სისტემა, ღამის განათება - ყველანაირად კეთილმოწყობილი იქნება იმისთვის, რომ მოსახლეობამ დაისვენოს და განიტვირთოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„პროექტის ფარგლებში, 9 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა საპარკე ინფრასტრუქტურა და ტერიტორია გამწვანდება - დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგები და დაითესება ბალახი.

სამუშაოებს ასევე გაეცნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ასევე საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics