|
2023-05-18 20:50:41, 673 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე- უნდა გავითავისოთ, რომ ყველა ქვეყანა მოქმედებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისად, ჩვენც ასე უნდა ვიმოქმედოთ
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში რუსეთიდან ფრენების აღდგენაზე ისაუბრა. სამხარაძის შეფასებით, რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფრენების მოხსნის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ამიტომ დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად უნდა იცოდნენ თუ რა შეიძლება იდგეს ამ გადაწყვეტილების უკან და როგორ შეიძლება საქართველო შეხვდეს ამ გადაწყვეტილებას იმ მოცემულობაში რა მოცემულობაშიც ის იმყოფება. დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ ევროკავშირს ყველა რუსული ავიაკომპანია არ ჰყავს დასანქცირებული. მისივე თქმით, გარკვეული ინტერესების გამო, რომელიც ევროკავშირს აქვს, ისინი სრულ სანქციებს რუსეთს დღემდეც არ უწესებენ. „ევროკავშირს არ ჰყავს ყველა რუსული ავიაკომპანია დასანქცირებული. სხვათა შორის, ამაზეც შეიძლება კითხვის ნიშნები დაისვას. მაშინ რატომ არ არის ყველა რუსული ავიაკომპანია დასანქცირებული. ეს თავისთავად დამოკიდებულია იმაზე, რომ გარკვეული ინტერესების გამო, რომელიც ევროკავშირს აქვს, იქნება ეს ეკონომიკური თუ სხვა ინტერესები, ისინი სრულ სანქციებს რუსეთს დღემდეც არ უწესებენ. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ ყველა ქვეყანა მოქმედებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე და შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, ჩვენც უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. პირველ რიგში, ეს არის ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესები, ამიტომ, ჩვენ ნამდვილად არ გვიმუშავია იმაზე, რომ ეს სანქცია რუსეთის მხრიდან მოხსნილიყო ფრენების შესახებ და არც იმაზე გვიმუშავია, რომ უვიზო რეჟიმი შემოეღოთ რუსებს, ეს მათი გადაწყვეტილებაა. კითხვის ნიშნებს აჩენს ასევე ის დრო, როდესაც მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და კარგად გვესმის, რომ რუსეთი არ ზრუნავს საქართველოს მოქალაქეებზე, მათ ეს გადაწყვეტილება რაღაცისთვის სჭირდებათ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თუმცა, ჩვენ არ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავაზიანოთ. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც ძალიან კარგად უნდა იცოდნენ და უნდა ხვდებოდნენ იმას, თუ რა შეიძლება იდგეს ამ გადაწყვეტილების უკან ერთის მხრივ რუსეთის მხრიდან და მეორე, როგორ შეიძლება საქართველო შეხვდეს ამ გადაწყვეტილებას იმ მოცემულობაში რა მოცემულობაშიც ვიმყოფებით, ვგულისხმობ ოკუპაციას, დაძაბულ უსაფრთხოების გარემოს და ასევე, ვგულისხმობ იმას, რომ ქართული პროდუქცია, თუნდაც ღვინო და სოფლის მეურნეობის სხვა ნაწარმი ვერ შედის თავისუფლად ევროკავშირის ბაზარზე. როდესაც ჩვენ გვექნება ეს ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა ევროკავშირისგან მაშინ, რა თქმა უნდა შეგვეძლება რომ უფრო თამამად ვიმოქმედოთ სხვადასხვა ქვეყნებთან მიმართებაში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)