03:51 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 17:03:40, 820 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორიის ჩამოყალიბება

წინა წელს, პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას, წამლის ლაბორატორიის პროექტის შესახებ მოგახსენეთ, რომელიც გასულ კვირაში, უკვე ოფიციალურად გავხსენით. მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორიის ჩამოყალიბება“, - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, წამლის ხარისხის ლაბორატორია, მოკლე ვადაში, აღიჭურვა და დაკომპლექტდა შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებით.

მისივე თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, შესაბამისი მიმართულებით, საერთაშორისო სერტიფიცირებისა და აკრედიტაციის მოპოვების მიზნით. 

„ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ჩატარებასთან  დაკავშირებით შემუშავებულ იქნა  რეგულაცია, რომელიც მაქსიმალურად ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ორიენტირებულია პაციენტის უფლებების დაცვისკენ და უზრუნველყოფს კვლევის ჩატარებისათვის შესაბამისი სანებართვო პირობების და მექანიზმების განსაზღვრას“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. 

ჯანდაცვის მინისტრმა, ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის არსებითად მნიშვნელოვან, სავალდებულო GMP/GDP სტანდარტების დანერგვაზეც ისაუბრა.  

„2022-2023 წლებში, გაიცა 50 საბითუმო დისტრიბუტორის GDP სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი. ასევე, 3 ფარმაცევტული წარმოებისთვის გაცემულია ნაციონალურ GMP  სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics