19:59 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-17 11:23:38, 986 ნახვა

ეკონომიკა
ქვემო ქართლის რეგიონში კიდევ ერთი კოოპერაციული საწარმო შეიქმნა

ქვემო ქართლის რეგიონში კიდევ ერთი კოოპერაციული საწარმო შეიქმნა. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს “დმ-ანსი“ 95 % -იანი თანადაფინანსებით 98 000 ლარის ღირებულების რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოო დანადგარები გადაეცა.

კოოპერატივმა საკუთარი თანამონაწილეობის ფარგლებში საწარმო ააშენა. 

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია არის საშუალება, სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით,  მცირე ფერმერული მეურნეობები გარდაიქმნან დიდ მეურნეობებად, შექმნან დოვლათი, აწარმოონ მეტი პროდუქცია და მიიღონ მეტი შემოსავალი“,- აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს კოოპერატივების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, კონსტანტინე ხუცაიძემ კოოპერატივის „დმ-ანსი“ წევრებთან შეხვედრისას, სადაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერ კობა მურადაშვილთან  ერთად  იმყოფებოდა.  

“დმ-ანსის“ კოოპერაციულ საწარმოში წლიურად 45 ტონა რძის გადამუშავებაა შესაძლებელი. 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი 13 ადგილობრივ წევრს აერთიანებს. პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე ბრენდით „შვანრე“ ხორციელდება.

სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ რძის გადამმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  29 კოოპერაციული  საწარმო შეიქმნა. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics