14:35 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-16 09:36:43, 935 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 3 მილიონი დოლარის ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს - მედია

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ, დაახლოებით, 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყება ადასტურებს, რომ გამოაშკარავებულია მასშტაბური კორუფცია უზენაეს სასამართლოში და მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც, უზენაესი სასამართლოს კიდევ 18 მოსამართლესთან ჩხრეკა ხორციელდება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კნიაზევი ფულს ოლიგარქ კონსტანტინ ჟევაგოს ინტერესებით მოქმედი პირებისგან იღებდა.

მომხდარის შემდეგ განცხადება გაავრცელა უზენაესმა სასამართლომაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ კნიაზევის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 16 მაისს უზენაესი სასამართლოს პლენუმის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ 43 წლის ვსევოლოდ კნიაზევი უკრაინის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას 2021 წლის პირველი დეკემბრიდან იკავებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics