00:08 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 23:25:44, 863 ნახვა

საზოგადოება
„უარი რუსეთთან პირდაპირ ფრენებს“ - პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა

"უარი რუსეთთან პირდაპირ ფრენებს" - ამ სახელწოდებით მოქალაქეებმა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანის ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს.

აქციის ორგანიზატორის და იურისტის, კახა წიქარიშვილის თქმით, როდესაც უკრაინის ქალაქები და სოფლები ნადგურდება, არ გვაქვს უფლება იმაზე ვიფიქროთ, თუ როგორ ვიმგზავროთ რუსეთში კომფორტულად.

კახა წიქარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი მათთან კომუნიკაციაში შევა, აქციის ორგანიზატორები მზად არიან ნებისმიერ ფორმატში წარმოუდგინონ პოზიციები და არგუმენტები.

"იმ დროს, როდესაც ნადგურდება უკრაინის ქალაქები და სოფლები, არ გვაქვს უფლება იმაზე ვიფიქროთ, თუ როგორ კომფორტულად ვიმგზავროთ რუსეთში. მაშინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოცხადებულია საერთაშორისო დამნაშავედ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მივიღოთ მისი საჩუქრები. ფრენების აღდგენა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და ქვეყანას აყენებს სანქციების რისკის ქვეშ", - განაცხადა კახა წიქარიშვილმა. 

ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics