11:46 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 15:00:35, 690 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის მიმკვიდრეობას აზერბაიჯანის ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და სამხრეთ კავკასიური სტრატეგიული პროექტების განვითარებაში.

"აგრეთვე, პარლამენტის თავმჯდომარემ ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და მისი პირადი წვლილისთვის საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საქმეში.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკა. ყურადღება გამახვილდა ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ვაჭრობის და სხვა სფეროებში. ხაზი გაესვა ვაჭრობის ე.წ. შუა მარშრუტის მზარდ მნიშვნელობას ორი ქვეყნის და ევროპის ენერგო უსაფრთხოებისთვის.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. მხარეებმა გამოხატეს რეგიონული მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა",- ნათქვამია პარლამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics