|
2023-05-14 20:20:20, 841 ნახვა
მსოფლიო
ქემალ კილიჩდაროღლუ - არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ საარჩევნო ყუთები
ნაციონალური ალიანსის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქემალ კილიჩდაროღლუმ ხმის მიცემის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში თურქებს მოუწოდა არ დატოვონ საარჩევნო ყუთები. ოპოზიციის გაერთიანებულმა კანდიდატმა თავის Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, აღნიშნა რომ ხალხის ნების სრული და სწორი გამოვლინება დამოკიდებულია თითეული ადამიანის ნებაზე. "მინდა მოვუწოდო დემოკრატიის ჩვენს გმირებს. არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ საარჩევნო ყუთები ბოლო ხელმოწერილი ყუთის მიწოდებამდე. ხალხის ნების სრული და სწორი გამოვლინება დამოკიდებულია თქვენს გადაწყვეტილებაზე. ნახავ, ღირს შენი დაღლილობა." - განაცხადა ქემალ კილიჩდაროღლუმ. თურქეთში, სადაც დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართებოდა, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. მედიის ინფორმაციით, თურქეთში და მის ფარგლებს გარეთ 64,1 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა, მათ შორის 4,9 მილიონმა ადამიანმა პირველად მისცა ხმა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის - თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ოპოზიციური "რესპუბლიკური სახალხო პარტიის" ლიდერი ქემალ კილიჩდაროღლუ და "ATA ალიანსის" წევრი სინან ოგანი. პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა პარტია „სამშობლოს“ თავმჯდომარემ, მუჰარემ ინჯემ 11 მაისს კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადა. თურქეთში არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. პრეზიდენტი ხდება კანდიდატი, რომელიც არჩევნების პირველ ტურში ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ ხმათა უმრავლესობას ვერც ერთი კანდიდატი მოიპოვებს, არჩევნების მეორე ტური იმ ორ კანდიდატს შორის იმართება, რომლებიც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების ყველაზე მეტ პროცენტს დააგროვებენ. არსებული ინფორმაციით, მეორე ტური, საჭიროების შემთხვევაში, 28 მაისს ჩატარდება.
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)