11:44 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-14 17:26:49, 641 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ძალიან დიდი მადლობა პარტიის ქალთა ორგანიზაციას იმ შთამბეჭდავი პრეზენტაციისთვის, რომელიც ეფუძნებოდა ერთი წლის განმავლობაში ჩატარებულ ძალიან მასშტაბურ სამუშაოებს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარტიის ქალთა ორგანიზაციის ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც დადებითად შეაფასა ორგანიზაციის საქმიანობა. 

მდინარაძემ მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის თითოეულ წევრს გაწეული სამუშაოსთვის და აღნიშნა, რომ მათ მოახერხეს, დინამიკა ეჩვენებინათ ქვეყნისთვის. 

„ქალთა ორგანიზაციას, მის ხელმძღვანელს და თითოეულ წევრს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ შთამბეჭდავი პრეზენტაციისთვის, რომელიც ეფუძნებოდა ერთი წლის განმავლობაში ჩატარებულ ძალიან მასშტაბურ სამუშაოებს. ამ ქვეყანაში ბევრი გვინახავს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება და შემდეგ გაგრძელება ამას არ მოჰყოლია. საბედნიეროდ „ქართულმა ოცნებამ“ და იმ ქალებმა, რომლებიც ჩვენი პარტიის წევრები, ქალთა ორგანიზაციის წევრები არიან მოახერხეს დინამიკა და ე.წ. „დრაივი“ ეჩვენებინათ მთელი ქვეყნისთვის და დღეს იყო ამის შემაჯამებელი ერთგვარი ღონისძიება და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ წევრს ამისთვის“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics