00:08 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-14 13:53:23, 829 ნახვა

საზოგადოება
ალასანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - არ მომეწონა, ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი

მე არ მომეწონა ეს გადაწყვეტილება, სხვა გადაწყვეტილებას ველოდი,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ამ ეტაპზე ანგარიში არაფერს არ გაეწია".

"მე არ მომეწონა ეს გადაწყვეტილება, სხვა გადაწყვეტილებას ველოდი, ყველაფრის ამის გათვალისწინებით, პირველ რიგში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ზელენსკის, სანდუსა და ევროპარლამენტარების განცხადებები, რეზოლუცია იმის შესახებ, რომ ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანილი უნდა იყოს. არაფერს ანგარიში არ გაეწია ამ ეტაპზე. ეს სტრასბურგი არის ერთ-ერთი ეპიზოდი, ვნახოთ ახლა როგორ განვითარდება.

[მიხეილ სააკაშვილს] დარწმუნება, რომ უსათუოდ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, არასდროს არ ჰქონია. მე უფრო ვიყავი ოპტიმისტურად განწყობილი",- განაცხადა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, 12 მაისს საქმეზე "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სტრაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა ექსპრეზიდენტის ქვეყნის შიგნით სხვა დაწესებულებაში გადაყვანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics