|
2023-05-13 10:46:21, 1385 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსული მედია - უკრაინის დარტყმის შედეგად, ლუგანსკში რუსეთის დუმის დეპუტატი დაშავდა
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად ლუგანსკში რუსეთის დუმის დეპუტატი, ვიქტორ ვოდოლაცკი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დაბომბვის დროს დაშავდა 6 ბავშვი, რომელთაგან 4-ს დახმარება აღმოუჩინეს, 2 კი კლინიკაში გადაიყვანეს. „დამატებითი ინფორმაციის თანახმად, ქალაქ ლუგანსკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავდა ექვსი ბავშვი და სახელმწიფო დუმის დეპუტატი ვიქტორ ვოდოლაცკი“,- წერს რუსული მედია. ამასთან, უკრაინული მხარის ცნობით, დეპუტატის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან აფეთქების შემდეგ გამოქვეყნებულ ვიდეოში ვოლოდაცკი უვნებელი ჩანს. აღსანიშნავია, რომ აფეთქებების შემდეგ დეპუტატი რუსული ტელევიზიის ეთერში შუბლზე პლასტირითა და ტუჩთან მცირე დაზიანებით გამოჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)