|
2023-05-12 21:07:30, 913 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს ბრძოლას ქვეყნის გათავისუფლებამდე
„ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს ბრძოლას ქვეყნის გათავისუფლებამდე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საკითხი, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხებოდა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირდეს სწორად და აღნიშნავს,რომ სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო, მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ვარშავაში არ გადაყვანასთან დაკავშირებით, სხვა საკითხზე სტრასბურგის სასამართლოს ამ დროისთვის არ უმსჯელია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ის, რომ სტრასბურგმა მიიღო წარმოებაში მიხეილ სააკაშვილის საქმე და სამართლებრივად ეს დავა გაგრძელდება. „დღეს ეს გააკეთა იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ზუსტად ისე, როგორც რუსულ პროპაგანდას სჩვევია. საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და ეს მდგომარეობს შემდეგში – სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო, მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ვარშავაში არ გადაყვანასთან დაკავშირებით დაუყონებლივ, სხვა რამეზე სტრასბურგის სასამართლოს ამ დროისთვის არ უმსჯელია. მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლომ ადვოკატების დასაბუთებული მტკიცებულებები მიიღო და თქვა, რომ ამ საკითხზე არსებითად იმსჯელებს. მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგმა მიიღო წარმოებაში საქმე და სამართლებრივად ეს დავა გაგრძელდება. რასაც ასაღებს რუსული პარტია, თითქოს, რაიმე დოზით, რაიმე სახით მსჯელობა ყოფილიყო პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ან როგორ მკურნალობენ მასზე, ეს არის ტყუილი და ნებისმიერ ადამიანს ამ გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, შეეძლება, რომ დარწმუნდეს და ცხადია, ეს ვერ და არ დაიმალება. ყველას შეეძლება ამ ინფორმაციის გადამოწმება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამასთან ერთად სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)