|
2023-05-11 15:29:33, 864 ნახვა
საზოგადოება
ხუციშვილი - პარტნიორი ქვეყნების მიერ იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოში ოპერაციებს ვერ განახორციელებენ
ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები საქართველოში შესაბამის ოპერაციებს ვერ განახორციელებენ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის მიერ ცალმხრივად იქნა მიღებული, როგორც ფრენების ჩაკეტვის, ისე გახსნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. „საქართველო ასრულებს საერთაშორისო სანქციებს დღეს დაწესებული ჩარჩოების ფარგლებში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პარტნიორი ქვეყნების იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი იქნება ეს, თუ სატრანსპორტო საშუალება, რომელიც შესულია სანქციების სიაში, არ ექნება შესაძლებლობა, რაიმე ტიპის აქტივობა განახორციელოს საქართველოში", - აღნიშნა ხუციშვილმა. ხუციშვილი ასევე, გამოეხმაურა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გამართულ შეხვედრებს და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის კომუნიკაცია პარტნიორებთან მუდმივია და ის მომავალშიც გაგრძელდება. „ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისევე, როგორც სხვა პარტნიორებთან მიმართებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეტალური ინფორმაცია აქვთ, როგორ ახორციელებს საქართველო საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. ჩემი ვიზიტები, მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო ხაზინაში, ასევე, კომერციის დეპარტამენტში, არ უკავშირდებოდა რაიმე კონკრეტულ ფაქტს. ასეთი ტიპის შეხვედრებს ჩვენ ვმართავთ რეგულარულად, წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ - საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო და წლიური შეხვედრების ფორმატში. ასეთი ტიპის კომუნიკაცია ჩვენ გვაქვს მუდმივად, სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ ინფორმაციებს, ვსაუბრობთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე. შესაბამისად, ის ყალბი აჟიოტაჟი, რაც საქართველოში აღნიშნულ ვიზიტზე მოვისმინეთ, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. არანაირი კითხვა არ არსებობს, შესაძლებელია თუ არა სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით. არანაირი შეკითხვა არ არსებობს არც ერთი - არც სავაჭრო და არც ფინანსური მიმართულებით. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს მესამედ შევხვდი. ასეთი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და ჩემი რჩევა იქნება, კონცენტრაცია მოხდეს რეალურად არსებული თანამშრომლობის პირობებზე, რაც საქართველოს პარტნიორებთან აკავშირებს", - განაცხადა ხუციშვილმა.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)