07:51 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-10 15:17:17, 833 ნახვა

საზოგადოება
უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსების გამოშვება საერთო საჯარისო ცენტრში

კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში ქვეითი და კავშირგაბმულობის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსების გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კურსდამთავრებულებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ სიტყვით მიმართეს, სწავლის დასრულება მიულოცეს და უმცროს ოფიცრებს წარმატებული კარიერა უსურვეს. ღონისძიების დასასრულს მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა.

„ქვეითი და კავშირგაბმულობის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსები კრწანისში ჩატარდა. უმცროსმა ოფიცრებმა ქვეითი საბრძოლო ვარჯიშები, თავდასხმითი, თავდაცვითი და საპატრულო ოპერაციები, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების მეთოდიკა, ტაქტიკა და ქვედანაყოფის მართვის პროცედურები შეისწავლეს. სწავლების ფარგლებში ასევე, პირველად ჩატარდა გაერთიანებული სწავლება საშტაბო-სამეთაურო კოლეჯის, მანევრის კაპიტნის საკარიერო მომზადების, ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადებისა და სერჟანტთა აკადემიიდან სერჟანტთა საკარიერო მომზადების კურსების წარმომადგენლების ჩართულობით.

სწავლების მიზანი პარალელური დაგეგმვის პროცესის, სამხედრო გადაწყვეტილების მიღებისა და ქვედანაყოფის მართვის პროცედურების დახვეწა იყო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics