15:54 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-09 13:27:48, 922 ნახვა

მსოფლიო
ბრიუსელში, ევროკომისიის შენობასთან EU-ს დროშების გვერდით უკრაინის დროშა აღმართეს [ვიდეო]

ევროპის დღესთან დაკავშირებით, ბრიუსელში, ევროკომისიის შენობასთან, ევროკავშირის დროშების გვერდით უკრაინის დროშა აღიმართა.

აღნიშნულ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს. 

"დღეს ჩვენ ევროპის გულში უკრაინის დროშა აღვმართეთ. ევროპის დღის აღნიშვნასთან ერთად, ჩვენ ვუდასტურებთ უკრაინასა და მის ხალხს ჩვენს ურყევ მხარდაჭერასა და სოლიდარობას.  ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება",- ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა. 

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნის შესახებ. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის უზენაეს რადას წარედგინა კანონპროექტი, რომელიც 1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომში 8 მაისის ხსოვნისა და ნაციზმზე გამარჯვების დღედ დაწესებას სთავაზობს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics