19:57 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-08 18:54:30, 1501 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - დღეს რუსული ნაციზმის რეინკარნაციის მცდელობას ვხედავთ

[რუსეთისთვის] 8 მაისი არის ომის, ცეკვის, მასობრივი მკვლელობის ხსენებისა და სიძულვილის კულტის დღე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინას, როგორც არავის, ისე ესმის იმ დანაკარგის ფასი, რაც ცივილიზებულმა სამყარომ ნაციზმზე გამარჯვებისთვის გასწია, დღესდღეობით კი რუსული ნაციზმის რეინკარნაციის მორიგი მცდლეობა მიმდინარეობს.

"8 მაისი. ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე. ბრძოლაში დაღუპული გმირების გლოვის დღე. და გამარჯვების დღე, რომელიც გვეუბნება: რაც არ უნდა რთული იყოს, სიბნელე ყოველთვის მარცხდება. რა განსხვავებაა რუსეთსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის? ჩვენ გვახსოვს ჩვენი გმირები. ჩვენ გვახსოვს საშინელი ფასი, რომელიც გადაიხადეს ნაციზმზე გამარჯვებისთვის. ჩვენ, როგორც არავის, ეს გვესმის, რადგან დღეს ვხედავთ ნაციზმის [ამჯერად რუსული] რეინკარნაციის მორიგ მცდელობას. სამყაროს უდანაშაულოების სისხლში დახრჩობის მცდელობა... ისინი [რუსები] ძვლებზე ცეკვავენ, ზეიმობენ და ყვირიან: "ბერლინო, ჩვენ კიდევ შეგვიძლია!" მათთვის ეს არის ომის დღე. ცეკვის დღე. მასობრივი მკვლელობის ხსენების დღე. და სიძულვილის კულტის ნაწილი", - წერს პოდოლიაკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics