|
2023-05-08 15:21:42, 1182 ნახვა
საზოგადოება
ნიკო კვარაცხელიას დედა - ვითხოვ პასუხს, ვინ და რატომ მომიკლა შვილი, ნუ გამომიყვანთ ქუჩაში
ვითხოვ პასუხს ვინ და რატომ მომიკლა შვილი,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა იზო ომიაძე წერს. ომიაძის თქმით, "ორი სულგაყიდული ახალგზარდის დაპატიმრება ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხი არ არის". "მეგობრებო, უბრალოდ სრულიად უცხო ადამიანებო, ჩემი ტრაგედიის გამზიარებლებო, დამიბრუნდა ჩემი შვილის მაჯის საათი სისხლიანი ლაქებით( ჩემს ემოციებზე რა მოგიყვეთ). ამას რომ შემიცოდოთ იმისთვის არ ვწერ, მოგმართავთ იმისთვის, რომ ერთად შევიცოდოთ ჩვენი შვილები, ევროპის ნაწილი კი არა, მალე რუკაზე არ დავრჩებით როგორც ქვეყანა. ყველამ იცის, რომ მე არანაირი პოლიტიკური მხარე არ ვარ, საკმარისად დაზარალდა ჩემი ოჯახი ყველა დროში, მაგრამ ახლა შვილის ფაშისტურ დახვრეტაზეა საუბარი, რომელიც აგერ უკვე წელიწადი და რვა თვეა არ გამოუძიებიათ. ორი სულგაყიდული ახალგზარდის დაპატიმრება არ არის პასუხი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაზე, ჩემი შვილი არის პირველი ქართული სოციალური მედია პლატფორმის "ფიდსის" შემქმნელი, ახალგაზრდა ბიზნესმენი, ვითხოვ პასუხს ვინ და რატომ მომიკლა შვილი… საკმარისი დრო გავიდა მტკიცებულებების მოსაპოვებლად, დასაკითხად, დააყენეთ შედეგი!! მცირეწლოვანი შვილების დედას ნუ გამომიყვანთ ქუჩაში!!! მზად ვარ, თვითეული ახალგაზრდის სახლის კართან მივიდე გასისხლული საათით და არგუმენტირებულად ავუხსნა, რომ იგივე ბედი ელით, სანამ თითოეული მოქალაქის უფლება არ იქნება დაცული,- წერს იზო ომიძე. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. ამასთან, 2022 წლის 2 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დავით და გურამ კაკულიებს 9-9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ძმები კაკულიები სამართალდამცველებმა გასული წლის 30 მაისს ორთაჭალაში დააკავეს. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენა. კერძოდ, მათ ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობის მცდელობა, საზღვრის უკანონო კვეთა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)