|
2023-05-07 21:01:41, 1319 ნახვა
საზოგადოება
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი საბაუნიში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 20 წელზე მეტი ისტორიით, ის გამორჩეული უნივერსიტეტია, რომელმაც ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოება შეძლო და რომელიც გამოირჩევა გაცვლითი პროგრამების სიმრავლით. დღესდღეისობით ბიზნესის ფაკულტეტი ერთ-ერთი მოთხოვნადი ფაკულტეტია საქართველოში, სწორედ ამიტომ საბაუნის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა ახორციელებს სწავლებას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილი მეთოდებით, სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ევროპული განათლება, ისარგებლონ, როგორც საუნივერსიტეტო, ისე პარტნიორებისგან გამოყოფილი სტიპენდიებით, ხოლო გუნდი დაკომპექტებულია პრაქტიკოსი ლექტორებით. ფაკულტეტის ბაზაზე მოქმედებს კვლევითი ინსტიტუტი, სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში კი უნიევრსიტეტი მზად არის მიიღოს უცხოელი სტუდენტები ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან პროგრამაზე. ფაკულტეტზე 5 მოქმედი პროგრამაა: ● ბიზნესის ადმინისტრირება (ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა); ● ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრმა); ● ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა; ● ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა; ● ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა. ფაკულტეტის პროგრამები გამოირჩევა უნიკალური სასწავლო კურსებით: გემიფიკაცია, ემოციური ინტელექტი, ციფრული ეკონომიკა... ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ ევროპის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით, ამასთანავე შეუძლიათ ისარგებლონ როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამებითა და ზამთრისა და საზაფხულო სკოლებით. გაცვლითი პრორგამები მოქმედებს ორმოცდაათამდე უნივერსიტეტში, როგორიცაა: ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტი(საფრანგეთი), ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (ესპანეთი),კიოლნის უნივერსიტეტი (გერმანია), აკადემია იგნატიანუმი (პოლონეთი) კარდინალ ვიშინსკის უნივერსიტეტი (პოლონეთი),და ა.შ... აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გაცვლითი პროგრამებიდან დაბრუნებული სტუდენტები, გარდა მიღებული განათლებისა და შეძენილი ცოდნისა, ხაზს უსვამენ იმ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რომელიც უნიკალური აღმოჩნდა იმ კონკრეტულ ქვეყანაში ცხოვრების დროს. ახალი მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, განსხვავებული კულტურისა და ადათ-წესების შეცნობა დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა და სხვა.
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)