|
2023-05-05 22:21:31, 1132 ნახვა
საზოგადოება
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციებს წყვეტენ და სამუშაო ჯგუფს უერთდებიან
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციებს წყვეტენ და სამუშაო ჯგუფს უერთდებიან. ერთ-ერთი მშობლის, მაკუნა გოჩიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, პროტესტის ფორმა - უწყვეტი აქციები კანცელარიასთან - სახეს შეიცვლის და მთელი ძალებით სამუშაო ჯგუფში გადაინაცვლებს, რადგანაც, დღევანდელი სხდომიდან მშობლები გარკვეული გარანტიებით ხელში გამოვიდნენ. "ამ ეტაპზე, პროტესტის ფორმა - უწყვეტი აქციები კანცელარიასთან - სახეს შეიცვლის და მთელი ძალებით სამუშაო ჯგუფში გადაინაცვლებს, რადგანაც, უკვე გარკვეული გარანტიებით ხელში გამოვედით დღევანდელი სხდომიდან. მოდუნების უფლებას არ ვაძლევთ თავს და პროცესში ვიქნებით მთელი გონიერებით ჩართულები, რომ ეს დაპირებები დროულად იქცეს საქმედ. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ჩვენს ყველა სხდომას ესწრება და ამის მერეც დაესწრება, იქნება მოწმე და აღმწერელი ამ შეხვედრებისა, რაც გარკვეულწილად გვაზღვევს კიდეც სიცრუის გავრცელებისგან. ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი ამ პატარა გამარჯვებისა, საინფორმაციო ომის მოგებაა და ამისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა ჩვენს ყველა მხარდამჭერს გადავუხადო!", - წერს მაკუნა გოჩიაშვილი. შეგახსენებთ, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები, დაახლოებით, ორი კვირაა, რაც მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციებს მართავენ და ქვეყანაში მედიკამენტ "ვოზორიტიდის" შემოტანას ითხოვენ. დედები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრასაც ცდილობდნენ, მაგრამ აუდიენცია არ შემდგარა. 24 აპრილს, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე მშობლებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "როგორც კი რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს გაიდლაინით მკურნალობას", საქართველო პროგრამაში ჩაერთვება. მთავრობის მეთაურის თქმით, მედიკამენტის შემოტანაზე "ცოტა მოცდაა საჭირო". აღსანიშნავია, რომ დედებთან შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილი აღნიშნულის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილსაც შეხვდა და აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის საკითხზე სამინისტროს სამოქმედო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მშობლების აქციაზე რამდენჯერმე მივიდა სახალხო დამცველიც. ლევან იოსელიანმა თქვა, რომ ომბუდსმენის აპარატი, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, პროცესში აქტიურადაა ჩართული და აქციის მონიტორინგს ახორციელებს. უფრო ადრე, დედებთან შეხვედრა გამართა თვითონ ზურაბ აზარაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ "თუ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს".
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)