20:59 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-05 16:33:21, 1452 ნახვა

ომი უკრაინაში
9 მაისამდე უნდათ ოკუპირება - უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ბახმუტის მიმართ რუსეთის ზრახვებზე ისაუბრა

რუსეთი 9 მაისამდე შეეცდება ბახმუტის ოკუპირებას, რისთვისაც მტერი იქ ვაგნერელებს სხვა მიმართულებებიდან აგზავნის. - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

მისი თქმით, ვაგნერის ჯარებს ცვლიან ბახმუტის მიმართულებით მედესანტეების თავდასხმის რაზმები.

"ჩვენი მებრძოლები მტერს თავდაცვითი ძალების გარღვევის საშუალებას არ აძლევენ. გარდა ამისა, უკრაინული საარტილერიო ცეცხლით განადგურდა ვაგნერის საბრძოლო მასალის შესანახი ადგილები", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ადრე რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რის მიხედვითაც "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ 10 მაისიდან გამოიყვანდა თავის ბოევიკებს ბახმუტიდან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics