16:58 - 07 May, 2026
|
2023-05-03 16:49:25, 870 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება აიკრძალა
მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება აიკრძალა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ზომების მიზანი იქნება, დრონების უკანონო გამოყენების პრევენცია, რამაც შესაძლოა, გაართულოს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა. მან ასევე აღნიშნა, რომ უპილოტო საფრენი აპარატის უნებართვო გაშვება ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს. „ჩვენ გადავწყვიტეთ დღეიდან შემოგვეღო აკრძალვა ქალაქ მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებაზე, გარდა იმ უპილოტო საფრენი აპარატებისა, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფო ხელისუფლების გადაწყვეტილებით“, - განაცხადა სობიანინმა. როგორც მერის და ქალაქის მთავრობის პორტალზეა აღნიშნული, შესაბამისი ოქმი ოპერატიული შტაბის სხდომაზე გაფორმდა.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)