10:54 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-03 15:11:29, 703 ნახვა

საზოგადოება
USAID-ისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის (IPM) სასწავლო კურსი ჩატარდა

სწავლების ფარგლებში მცენარეთა დაავადებების უახლესი დიაგნოსტიკის მეთოდები განიხილეს; ჩატარდა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები. მონაწილეებმა მცენარეთა დაცვის ყველაზე ეფექტიან და სრულყოფილ სისტემებზე იმსჯელეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

მათი ცნობით, სწავლებაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის, ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტმა მანანა გურიელიძემ მიიღო.

„ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტის განმარტებით, დღესდღეობით აქტუალურია მცენარეთა დაცვის თანამედროვე ინტეგრირებული, ეკოლოგიური კონცეფციის განვითარება, რომელიც გვთავაზობს დაცვის უსაფრთხო საშუალებების და მეთოდების გამოყენებას.

მცენარეთა დაცვის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის განხორციელება, რაც ითვალისწინებს მავნე ორგანიზმების გავრცელებასა და განვითარებაზე დაკვირვებას, მათ გამოვლენას და დიაგნოსტიკას.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. წლების განმავლობაში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics