|
2023-05-02 14:46:31, 741 ნახვა
საზოგადოება
ბრიტანეთის საბჭო დაცული ტერიტორიების სააგენტოს 65 თანამშრომელს გადაამზადებს
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბრიტანეთის საბჭოს ურთიერთშეთანხმების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც საერთაშორისო ვიზიტორებთან აქტიურ კომუნიკაციაში არიან, ინგლისურ ენაში კვალიფიკაციას აიმაღლებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, შეთანხმების ხელშეკრულებას ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა და ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, ზაზა ფურცელაძემ მოაწერეს. „ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესება მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს დაცული ტერიტორიების სააგენტოში შემავალი ტერიტორიული ადმინისტრაციების გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის, რაც, თავის მხრივ, საერთაშორისო ვიზიტორების ზრდას განაპირობებს. ურთიერთშეთანხმების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს 65 თანამშრომელი გადამზადდება. ბრიტანეთის საბჭოსთან ურთიერთშეთანხმება წარმოადგენს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბი პი-ს შორის 2022 წელს გაფორმებული მემორანდუმის ერთ-ერთ აქტივობას, რომლის მიზანია დაცული ტერიტორიების სისტემის მდგრადი განვითარების გაძლიერება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ეკოტურიზმის პოტენციალის გაზრდა და დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)